“კაპტო ჯგუფი” აერთიანებს საფინანსო და საკონსულტაციო
კომპანიებს. ჩვენი სპეციალისტები
გამოირჩევიან ღრმა პრაკტიკული
ცოდნითა და გამოცდილებით.
ხარისხი ჩვენი
საქმიანობის ქვაკუთხედია
კაპტო ჯგუფის
შექმნის მისიაც სწორედ ეს
არის: საქართველოს ბაზარს მივაწოდოთ
მაღალხარისხიანი საკონსულტაციო სერვისი სხვადასხვა მიმართულებით.
ჩვენ
გავფართოვდით მთელი საქართველოს მასშტაბით. კაპტო ჯგუფის სერვის- ცენტრები
კვალიფიციურ მომსახურებას გაგიწევთ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთსა და თელავში.
...ჩვენს სფეროებში უკვე მიღწეული შედეგი, ბიზნესის მართვის
გამოცდილება, დაგროვილი ცოდნა – ეს გახლავთ იმის წინაპირობა, რომ ჯგუფის მისია
წარმატებით სრულდება.
2009 წელს კაპტო ჯგუფი შევიდა საქართველოს საუკეთესო
აუდიტორული ფირმების ტოპ-20-ში (მე-18 ადგილი)
2010 წელს
კაპტო ჯგუფი შევიდა საქართველოს საუკეთესო აუდიტორული ფირმების ტოპ-10-ში (მე-10
ადგილი)
კაპტო ჯგუფის
მიდგომა მარტივია: ნებისმიერი პრობლემა, რომელიც ბიზნესის წინაშე შეიძლება იდგეს,
ერთგვარი შესაძლებლობაცაა. ჩვენ დაგეხმარებით, ეს შესაძლებლობა აღმოაჩინოთ და
ახალი გეგმები განხორციელებადი გახადოთ
ჩვენ კარგად ვიცით, თუ რა სახის სპეციალიზაციაა საჭირო ჩვენი
პოტენციური თუ არსებული კლიენტებისთვის. ამიტომ კაპტო ჯგუფში შემავალი
კომპანიები საკონსულტაციო მომსახურების სრულ სპექტრს გთავაზობთ.
|